logo_geo
გარი კასპაროვი: ნუ გეშინიათ ხელოვნური ინტელექტის
- +

30 ივლისი. 2017. 00:51



კაცობრიობამ არ უნდა გაუწიოს წინააღმდეგობა ცვლილებებს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის მქონე მანქანებს მსოფლიოსთვის მოაქვთ. ამის შესახებ, ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონმა გარი კასპაროვმა განაცხადა.


ლას-ვეგასში, ჰაკერების კონფერენცია Def Con-ზე გამოსვლის დროს, კასპაროვი არ დაეთახნმა გავრცელებულ მოსაზრებას რობოტების შესახებ, რომლებიც თითქოს ცუდ ზეგავლენას მოახდენენ მსოფლიოზე.


საწინააღმდეგო აზრი, რამდენიმე კვირის წინ ბიზნესმენმა ილონ მასკმა და მეცნიერმა სტივენ ჰოკინგმა გამოთქვეს.


ხელოვნური ინტელექტი ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ჩვენ აქტიურები უნდა ვიყოთ და მხოლოდ რეაგირებით არ შემოვიფარგლოთ. რადგან, როდესაც რეაგირებას დავიწყებთ, უკვე ძალიან გვიანი იქნება", - აღნიშნა ილონ მასკმა.

 

ხელოვნური ინტელექტის განვითარებას შესაძლოა ქონდეს როგორც პოზიტიური ასევე კაცობრიობისთვის დამღუპველი შედეგი. უნდა გავიაზროთ საფრთხე, რაც ამას მოჰყვება", - აცხადებს მეცნიერი სტივენ ჰოკინგი.


ხელოვნური ინტელექტის „გაბატონების საშიშროებაზე" უკვე დიდი ხანია საუბრობენ. კომპანია PricewaterhouseCoopers-მა გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ამტკიცებს, რომ რობოტებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარება მომავლ 15 წელიწადში ბრიტანელებს მილიონობით სამსახურს წაართმევს.


სამუშაო ადგილების წართმევასთან დაკავშირებით კითხვაზე, კასპაროვმა უპასუხა, რომ "ჩვენ ყველას გვაქვს იმის შიში, რომ ოდესაღაც მოვკვდებით და ჩვენ რობოტები ჩაგვანაცვლებენ. მე მჯერა, რომ ადამიანის ფანტაზია ულევია და მას ვერასდროს დაეწევა მანქანის გონება. ჩვენი საქმეა მუდმივი ოცნება და სამყაროსთვის სასარგებლო ნივთების მოგონება, რომელიც მომავალ თაობას ცხოვრებას გაუმარტივებს", - განაცხადა მოჭადრაკე გარი კასპაროვმა.


გარი კასპაროვი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მოთამაშეა. ის მეცამეტე მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში და ამ ტიტულის შენარჩუნება კასპაროვმა 1985 წლიდან 1993 წლამდე შეძლო. ჭადრაკის კარიერის დასრულების შესახებ კასპაროვმა 2005 წელს განაცხადა, ცოტა ხნის წინ კი კარიერის გაგრძელების შესახებ განაცხადა.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი