logo_geo
გასეირნება ღრუბლებთან ახლოს – ხიდი, რომელიც ეიფელის კოშკზე მაღალია
- +

30 ივლისი. 2017. 02:44



თანამედროვე მსოფლიოში, განსხვავებული კონსტრუქციისა და დანიშნულების ბევრი ხიდი არსებობს, მაგრამ ვერც ერთი მათგანი შეედრება ვიადუკ მიიო - გიგანტს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდია. მისი სიმაღლე 343 მეტრია, ანუ ეიფელის კოშკზე 37 მეტრით მაღალი. ხიდის დიდი ნაწილი პარიზიდან მონპელიემდე ავტომაგისტრალს უკავია. მისი მშენებლობა 2004 წლის 14 დეკემბერს დაიწყეს და 38 თვის განმავლობაში გრძელდებოდა. მშენებლობა ორივე მხრიდან ერთდროულად მიმდინარეობდა. სექციებს ერთმანეთთან სპეციალური ტექნიკის გამოყენებით აკავშირებდნენ.​


მიიოს ნახევარწრის ფორმა აქვს, რომლის რადიუსი 20კმ -ს შეადგენს. მის საყრდენს წარმოადგენს 7 ბეტონის ფეხი, რომელსაც 2,5 კმ-ის სიგრძისა და 36 ათასი ტონა სიმძიმის გზატკეცილი უკავია. ამ მასშტაბური პროექტის რეალიზება საფრანგეთის სახელმწიფო ბიუჯეტს 400 მლნ ევრო დაუჯდა.


​ხიდზე ყოველდღიურად 10-25 ათასი ავტომობილი მოძრაობს. როგორც ნაგებობის პროექტის ავტორები აცხადებენ, მისი ექსპლუატაციის ვადა სულ მცირე 120 წელია.


მძღოლმა, რომელიც მოისურვებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხიდის გავლას, 4-დან 7 ევრომდე უნდა გადაიხადოს. ფასი წელიწადის დროების მიხედვით იცვლება. ზაფხულში ხიდზე გავლა გაცილებით ძვირი ღირს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი