logo_geo
ანგორ ვატის ტაძარში 8-9 საუკუნის წინანდელი ქანდაკება იპოვეს
- +

31 ივლისი. 2017. 22:13


 

კამბოჯაში, ანგორ ვატის ტაძრის ტერიტორიაზე სინგაპურის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები გათხრებს აწარმოებენ. ისინი ამ ეტაპზე 8-9 საუკუნის წინანდელი საავადმყოფოს ტერიტორიას იკვლევენ. გათხრების დროს, არქეოლოგებმა 1.9 მეტრის სიმაღლის ქანდაკება იპოვეს. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.


ქანდაკება 40 სანტიმეტრის სიღრმეში აღმოაჩინეს. არქეოლოგების მოსაზრებით, ქანდაკება XII-XIII საუკუნეებშია შექმნილი და მას საავადმყოფოს ე.წ. მცველის ფუნქცია ჰქონდა.


2011 წლის დასასრულს, ანგორ-ვატის ტაძრის მონაკვეთზე არქეოლოგებმა ორი უდიდესი ბუდისტური ქანდაკება იპოვეს.


ანგკორ ვატი სამონასტრო კომპლექსია, რომელიც კამბოჯაში მდებარეობს. ის ღმერთ ვიშნუს საპატივცემულოდ არის აშენებული. ანგკორ ვატის ტაძარი UNESCO-ს კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი