logo_geo
Samsung-ი დასაკეცი მობილურის ახალ ვერსიაზე მუშაობს
- +

4 აგვისტო. 2017. 02:57


თანამედროვე სამყაროში ორკორპუსიანი ე.წ. Flip მობილურები მოძველებულად მიიჩნევა. თუმცა კომპანია Samsung-ი მუშაობს Leader 8-ზე, რომელსაც 10.66-სანტიმეტრიანი შიდა და გარე დისპლეი ექნება. ინფორმაციას Devicemag-ი ავრცელებს.


როგორც გამოცემა წერს, Leader 8-ს Android 6.0 Marshmallow-ის ოპერაციული სისტემა ექნება. რაც შეეხება ეკრანის რეზოლუციას 1920 x 1080 მეგაპიქსელით იქნება აღჭურვილი.


სმარტფონის ზედა კორპუსში სპეციალისტებმა Snapdragon 821-ის პროცესორი დააყენეს 4 გეგა ბაიტი ოპერატიული მეხსიერებით. პირველ კორპუსში შესაძლებელი იქნება მიკროჩიპის მეშვეობით მეხსიერების 64 გეგა ბაიტამდე გაზრდა. წინა კამერა კი 5-მეგაპიქსელიანი იქნება.


რაც შეეხება მეორე კორპუსს. მისი კამერის გაფართოების არეალი 12 მეგაპიქსელია. სმარტფონის ბატარეა 2300-მეგაჰერციანია და უსადენო დამუხტვის საშუალებას იძლევა.


ცნობილია, რომ Leader 8 თავდაპირველად ჩინეთის ბაზარზე გამოჩნდება.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი