logo_geo
აღმოაჩინეს ქალაქი, რომელშიც იესოს მოციქულები - ანდრია, პეტრე და ფილიპე დაიბადნენ
- +

8 აგვისტო. 2017. 20:25

 


არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ აღმოაჩინეს ძველი რომაული ქალაქი იულიასი, რომელიც იესო ქრისტეს მოციქულების - ანდრიას, პეტრესა და ფილიპეს დაბადების ადგილად მიიჩნევა. ინფორმაციას The Jerusalem Post-ი ავრცელებს.


ალ-არაჯის მიმდებარედ, ტიბერიადის ტბასთან მიმდინარე გათხრების დროს არქეოლოგებმა რომაულ აბანოს მიაკვლიეს. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ოდესღაც აქ რომაული დასახლება მდებარეობდა და არქეოლოგებს მიაჩნიათ, რომ ეს სწორედ ის ტერიტორიაა, რომლის შესახებაც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი ( ქრისტეს შობიდან 37-100წლები) საკუთარ ნაწერებში პირველად მოიხსენიებს ქალაქ იულიასის არსებობას.


ეს დასახლება ახალ აღთქმაშიც არის მოხსენიებული - გადმოცემით იესო ქრისტემ უსინათლო სწორედ ამ ადგილას განკურნა და პურთან დაკავშირებული სასწაულიც აქ მოახდინა.


არქეოლოგებმა ამ ტერიტორიაზე ასევე აღმოაჩინეს საყოფაცხოვრებო ჭურჭელი, მოზაიკა, ბრინჯაოსა და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვით არის დათარიღებული და რომის იმპერატორ ნერონის პერიოდშია მოჭრილი.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი