logo_geo
ბაზარზე გამჭვირვალე ყავა გამოჩნდა - რისი გემო აქვს ახალ სასმელს?
- +

12 აგვისტო. 2017. 02:18


ორმა სლოვაკმა კოფემანმა ძმამ ადამ და დევიდ ნადებმა გამოიგონეს ყავის ახალი ვარიანტი „Clr Cff", გამჭვირვალე, როგორც წყალი. შემადგენლობაში მხოლოდ ყავა არაბიკა და წყალია, არავითარი კონსერვანტები, არომატიზატორები და სტაბილიზატორები. სასმელი შეიქმნა მათთვის, ვინც შიშობს, რომ ჩვეულებრივი ყავა კბილებს ფერს უცვლის.


200 მლ. ბოთლში 100 მგ კოფეინია, ანუ იმდენივე, რაც ჩვეულებრივ ყავაში. 2 ბოთლის ღირებულებაა  $6.33.


Reviewed.com -ის რედაქციამ უჩვეულო სასმელი დააგემოვნა და შთაბეჭდილება მკითხველს გაუზიარა.


სასმელი არ გავს ჩვეულებრივ ცივ ყავას. „სუფთა ყავის" გემო ისეთივეა, წყალი რომ დალიოთ გაურეცხავი ჭიქიდან, რომლითაც ცოტა ხნის წინ ყავა მიირთვით. სითხე მოყვითალოა და უფრო კარგ ფერს მიიღებს, თუ რძეს ან ნაღებს დაამატებთ.


გამოცემა წერს, რომ საეჭვოა, ყავის მოყვარულებს მოეწონოთ ეს სასმელი, თუმცა ზედგამოჭრილია მათთვის, ვისაც ყავის გემო არ მოსწონს, მაგრამ მას ტონუსისთვის სვამს.

 

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი