logo_geo
დღეს მსოფლიო ვარსკვლავთცვენას დაინახავს
- +

12 აგვისტო. 2017. 21:54



მეტეორული წვიმა „პერსეიდი" 2017 წლის პიკს დღეს ღამით მიაღწევს და მის დანახვას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეძლებენ. ამის შესახებ BBC წერს.


„ვარსკვლავთცვენა" ყოველ წელიწადს ივლისიდან აგვისტოში ხდება. ამ პერიოდში დედამიწა ჩაუვლის ნამსხვრევებს, რომლებიც კომეტა Swift-Tuttle-თან არიან დაკავშირებული. თავად კომეტა 133 წელიწადში ერთხელ უახლოვდება დედამიწას, ხოლო მისი ნამსხვრევები და მტვერი დედამიწას ყოველ წელს ხვდებიან.


ექსპერტები აღნიშნავენ, რომ  წინა წლებთან შედარებით მისი დანახვა რთული იქნება რადგან მთვარის ზომა  3/4-ით სავსე იქნება.


საქართველოს ცაზე ამ მოვლენის დანახვას ღამის 2 საათისთვის შეძლებთ.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი