logo_geo
რა გეგმები აქვს ვლადიმირ პუტინს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ?
- +

6 დეკემბერი. 2016. 15:23



რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ კარიერას წარმატებით დაასრულებს. პუტინი მოგზაურობაზე ოცნებობს.


ამის შესახებ პუტინმა ჩელიაბინსკში, მუშებთან შეხვედრაზე განაცხადა, როდესაც ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა პრეზიდენტს საკუთარი ოცნება გაუმხილა: „უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში მე მსურს წარმატებული კარიერის მოწყობა ჩვენს ქარხანაში".

 

„მე მსურს, წარმატებით დავასრულო ჩემი კარიერა", - უპასუხა პუტინმა.


კითხვაზე, არის თუ არა რაიმე, რასაც პუტინი არასდროს აკეთებს, ან ჰობი, რითაც პუტინს სურს დაკავდეს, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ძალიან უყვარს მოგზაურობა".

 

„ახლა ჩემი თითოეული მოგზაურობა შემოიფარგლება იმით, რომ ჩავდივარ აეროპორტში, მივდივარ რომელიმე შენობაში, მერე ისევ ვბრუნდები აეროპორტში.

 

მე სხვანაირად მოგზაურობა მსურს, ბუნებისა და ისტორიული ღირსშესანიშნაობების ნახვა მინდა", - აღნიშნა პუტინმა.

 

 


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი