logo_geo
აშშ-ში გოგო იპოვეს, რომელმაც 1 თვე ტყეში გაატარა
- +

15 აგვისტო. 2017. 20:07


ალაბამის შტატში 1 თვის წინ ტყეში დაკარგული გოგო იპოვეს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.


გამოცემის ცნობით, ამ ხნის განმავლობაში ქალაქ ლუისვილის მკვიდრმა 25 წლის ლიზა ტერისმა 23 კილოგრამი დაიკლო. ამასთან, მედიკოსებმა მას ტანზე მრავალრიცხოვანი ნაკაწრები და მწერების ნაკბენები აღმოუჩინეს. გოგოს თან არ ჰქონდა არც ჩანთა, მობილური და ფეხსაცმელი.


ტერისი ტყეში 2 კაცთან ერთად წავიდა. მათ მონადირის სახლის გაქურდვა ჰქონდათ გადაწყვეტილი, თუმცა გოგომ ბოლო მომენტში უარი თქვა დანაშაულში მონაწილოებაზე და ჯგუფი დატოვა.


თუმცა იმის გამო, რომ ტერისი იქაურობას  არ იცნობდა, უკან დასაბრუნებელი გზა დამოუკიდებლად ვერ იპოვა. ამ ხნის განმავლობაში გოგო წყალს ნაკადულიდან სვამდა და კენკრით და სოკოებით იკვებებოდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი