ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხელ სააკაშვილი აცხადებს, რომ თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში იცხოვრებს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველეს" ჟურნალისტისთვის ჯანა ნემცოვასთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„თუ უკრაინის მოქალაქეობას ჩამომართმევენ, საუკეთეს შემთხვევაში, რომელიმე საერთაშორისო აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ვიცხოვრებ. ეს იქნება სრულად აბსურდული სიტუაცია", - აღნიშნა სააკაშვილმა.