logo_geo
ობამას „ტვიტი“ ტოლერანტობაზე Twitter-ის ისტორიაში ყველაზე პოპულარული გახდა
- +

16 აგვისტო. 2017. 22:16



Twitter-ის არსებობის მანძილზე ყველაზე პოპულარული აშშ-ის ექსპრეზიდენტის ბარაქ ობამას „ტვიტი" გახდა, რომელიც მან სოციალურ ქსელში ქალაქ შარლოტსვილში განვითარებული მოვლენების შესაფასებლად დაწერა.


ობამამ ვირჯინიის შტატში მომხდარი არეულობა ნელსონ მანდელას სიტყვებით შეაფასა.

 

„არავინ იბადება სხვა ადამიანის მიმართ სიძულვილის გრძნობით კანის ფერის, რელიგიისა და წარმომავლობის გამო"- დაწერა ექს-პრეზიდენტმა.










 

აღნიშნულ „ტვიტს“ ამ დროისთვის 3 მილიონზე მეტი მოწონება და მილიონზე მეტი გაზიარება აქვს.

 

მანამდე Twitter-ში ყველაზე პოპულარული მომღერალ არიანა გრანდეს ტვიტი იყო, რომელიც მან ლონდონში თავის კონცერტზე მომხდარი ტერაქტის შემდეგ დაწერა.









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი