კომპანია Apple-ი მომავალ წელს საკუთარი სატელევიზიო კონტენტისთვის მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.
გავრცელებული ცნობით, მთლიანობაში შესაძლოა კომპანიამ 10 პროგრამა შეისყიდოს.
Apple-ის გეგმების შესახებ მიმდინარე წლის იანვარში გახდა ცნობილი. როგორც მოსალოდნელია, კომპანიის შოუ კომპანიის ახალი ვიდეოსერვისის მეშვეობით გავა ეთერში.