logo_geo
ვენესუელის ციხეში სამართალდამცველებთან შეტაკებისას 37 პატიმარი დაიღუპა
- +

17 აგვისტო. 2017. 12:22


ვენესუელის უსაფრთხოების სამსახურმა ამასონასის შტატის ქალაქ პუერტო-აიაკუჩოში მდებარე ერთ-ერთ ციხეში ოპერაცია ჩაატარა. სამართალდამცველებთან შეტაკებისას  37 პატიმარი დაიღუპა.


ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის ხოსე მეხიასის განცხადებით, სამართალდამცველები ციხეში კონტროლის აღდგენას ცდილობდნენ, ხოლო პატიმრები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ.


ვენესუელის უსაფრთხოების ძალები პერიოდულად ატარებენ ოპერაციებს ციხეებში, რომლებშიც დაცვის თანამშრომლების ნაკლებობაა.



 

big_banner
არქივი