logo_geo
ესპანეთის ნაპირებზე ერთ დღეში 600 მიგრანტი გადაარჩინეს
- +

17 აგვისტო. 2017. 14:19



ესპანეთის სანაპიროების დაცვის თანმშრომლების თქმით, 24 საათის განმავლობაში მათ 600-მდე მაროკოელი მიგრანტი გადაარჩინეს.


„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თავშესაფრის საპოვნელად ესპანეთში მიგრანტები 15 ნავით მიცურდნენ, მათ შორის წყლის მოტოციკლებით და ხის ნავით.


გაერო-ს ცნობით, 2017 წელს ესპანეთში დაახლოებით 9 000 მიგრანტი ჩავიდა. თუ ასე გაგრძელდა, ესპანეთი არალეგალი მიგრანტების რაოდენობით საბერძნეთს გაასწრებს.




 

big_banner
არქივი