logo_geo
ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
- +

18 აგვისტო. 2017. 11:45



ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ ბარსელონას ცენტრში მომხდარი ტერაქტის გამო, ესპანეთში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა.


„დაღუპულები და დაშავებულები - ეს არის ახლა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. მინდა, სოლიდარობა გამოვუცხადო ბარსელონას. მადრიდმა, პარიზმა, ბრიუსელმა, ნიცამ, ლონდონმა იგივე ტკივილი განიცადეს, რასაცა ახლა ბარსელონელები განიცდიან.

ჩვენ გვაერთიანებს გლოვა და სიმტკიცე, რომ დავამარცხოთ ისინი, ვინც თავს დაესხა ჩვენს ღირებულებებს, ჩვენი ცხოვრების წესს. ტერორიზმი გლობალური საფრთხეა და მასზე პასუხიც გლობალური უნდა იყოს", - განაცხადა მარიანო რახოიმ.


ბარსელონაში, რამბლას ქუჩაზე, სატვირთო მანქანის მძღოლი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. დაღუპულია 13 ადამიანი, დაშავდა100-ზე მეტი.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.









 

big_banner
არქივი