logo_geo
ბარსელონაში ტერაქტის დროს დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლის გოგონაა
- +

18 აგვისტო. 2017. 13:02



ბარსელონაში  ტერაქტის შედეგად დაღუპულთა შორის ყველაზე მცირეწლოვანი სამი წლის გოგონაა, რომელიც რამბლას ბულვარზე მშობლებთან ერთად იმყოფებოდა.


დასავლური მედია გოგონას ვინაობას არ ასახელებს. ასევე უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქე იყო იგი.


NY Times-ის  კორესპონდენტის ინფორმაციით, ვალდ ჰებრონის საავადმყოფოში განაცხადეს, რომ კიდევ ერთი მცირეწლოვანი, 6 წლის გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაშია.


ტერაქტის შედეგად დაღუპულები და დაშავებულები 24 სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები არიან. ტერაქტს ბარსელონაში 13 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 100-ზე მეტი დაშავდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი