logo_geo
ავსტრალიელი ქალი, რომელიც ევროპაში მომხდარ 3 ტერაქტს გადაურჩა
- +

19 აგვისტო. 2017. 03:08



26 წლის ავსტრალიელი ჯულია მონაკო ბარსელონის ტერაქტის გარდა, მანამდე ლონდონისა და პარიზის ტერაქტების თვითმხილველი იყო.


გამოცემა "Deily Mail"-ის ცნობით, ჯულია რამბლას ქუჩის ერთ-ერთ მაღაზიაში რამდენიმე წუთით ადრე შევიდა, სანამ ფურგონი ფეხითმოსიარულეებს დაეჯახა. 2017 წლის ივნისში, ის ლონდონის ტერაქტის დროს ბაზარ ბორო-მარკეტთან ახლოს მდებარეობდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ის მეგობართან ერთად პარიზში გაემგზავრა, სადაც საკუთარი თვალით დაინახა პარიზის ღვთისმშობლის ტაძართან "ისლამური სახელმწიფოს" მიერ პოლიციელზე თავდასხმა.


ეს ავსტრალიელი ტურისტი ქალისთვის მესამე ტერაქტი იყო წელს, ევროპაში მოგზაურობისას.


ბარსელონაში, რამბლას მოედანზე ფეხით მოსიარულეთა გზის სავალ ნაწილზე გუშინ ავტომობილი შევარდა. მომხდარის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, 14 ადამიანი დაიღუპა, 130-მდე კი დაშავდა.










 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი