logo_geo
აშშ მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება - პირველად საუკუნის შემდეგ
- +

20 აგვისტო. 2017. 03:13


პირველად თითქმის საუკუნის შემდეგ, ამერიკის შეერთებული შტატები მზის სრული დაბნელებისთვის ემზადება. 


მოვლენა 21 აგვისტოს მოხდება და მსგავსი სახის პირველი დაბნელება იქნება 1918 წლის შემდეგ. დედამიწასა და მზეს შორის მთვარე გაივლის, რის შედეგადაც წარმოიქმნება ჩრდილი და ხილვადი გახდება მზის ატმოსფერო, ანუ კორონა, ასევე კაშკაშა ვარსკვლავები და პლანეტები.


მთვარის 113 კილომეტრიანი ჩრდილი ორეგონის შტატიდან დასავლეთით, სამხრეთ კაროლინას შტატამდე ორი საათის განმავლობაში გადაიჭიმება, 2 წუთის მანძილზე, 14 შტატს სრული სიბნელე მოიცავს. ამ ზოლში 12 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. 


აშშ ერთადერთი ქვეყანა იქნება, სადაც მზე სრულად დაბნელდება. მოვლენის სანახავად, ქვეყანაში საერთაშორისო ტურისტებსაც ელიან.


ფოტოებს გადაიღებს მრავალი საჰაერო ხომალდი, მათ შორის NASA-ს ხომალდები და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მყოფი ასტრონავტები. 


„ამ ციურ მოვლენაზე დაკვირვება განცხორციელდება კოსმოსიდან, ჰაერიდან და ხმელეთიდან, ისე, როგორც აქამდე არასდროს", - ამბობს NASA-ს წარმომადგენელი თომას ზურბუხენი. 


აშშ-ის მოსაზღვრე რეგიონები მზის სრულ დაბნელებას 1979 წლის შემდეგ არ დაუფარავს. კიდევ ერთი მსგავსი მოვლენა 2024 წელს მოხდება, როდესაც მზე დაბნელდება ტეხასის შტატიდან მენის შტატამდე. 


კოსმოსურ მოვლენას NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი