logo_geo
სიერა-ლეონეს დედაქალაქის მოსახლეობას ქოლერა ემუქრება
- +

20 აგვისტო. 2017. 15:34



სიერა-ლეონეს დედაქალაქის მოსახლეობას ქოლერის ეპიდემიის გავრცელების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ამის მიზეზი წყალდიდობისა და მეწყერის გამო წყლის დაბინძურება გახდა.


წყალდიდობის გამო წყლის გამფილტრავი აღჭურვილობები დაიტბორა, რის გამოც დედაქალაქის მოსახლეობა დაბინძურებულ წყალს სვამს, საიდანაც დაავადების გავრცელება ხდება.


წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 450-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი კი დაკარგულად მიიჩნევა.













 

big_banner
არქივი