logo_geo
ტურისტებისთვის ყველაზე არაპოპულარული ქვეყანა დასახელდა
- +

21 აგვისტო. 2017. 13:33



ტურისტებისთვის ყველაზე ნაკლებ მიმზიდველი ქვეყანა წყნარი ოკეანის სახელმწიფო ტუვალუ გახდა, რომელიც პოლინეზიის რეგიონშია მდებარეობს.


United Nations World Tourism Organisation-ის მონაცემების მიხედვით, 2016 წელს ტუვალუს ათასამდე ვიზიტორი ჰყავდა. ქვეყნის უპირატესობად კრიმინალის დაბალ დონესა და ტერორისტული საფრთხის სიმცირეს ასახელებენ.


მეორე ადგილი კირიბატის რესპუბლიკამ დაიკავა, რომელიც ასევე წყნარ ოკეანეში მდებარეობს. 2016 წელს ეს ქვეყანა ოთხი ათასამდე ტურისტმა ნახა.


ტოპ-სამეულს სან-ტომე და პრინსიპის კუნძულოვანი სახელმწიფო იკავებს გვინეის ყურეში, რომელსაც გასულ წელს 8 000 ტურისტი ჰყავდა. მეოთხე პოზიცია დიდი ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიას - მონსერატის კუნძულს ერგო (9 000 დამსვენებელი). მეხუთე ადგილზე კი კომორის კუნძულების კავშირი გავიდა, რომელსაც გასულ წელს 24 ათასამდე ტურისტი ეწვია.


რეიტინგის ათეულში ასევე მოხვდა ჯიბუტი (აფრიკა), სან-მარინო (ევროპა). აღმოსავლეთ ტიმორი (აზია), ლიხტენშტაინი (ევროპა) და სიერა-ლეონე (აფრიკა).



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი