სმარტფონების მწარმოებელმა ჩინურმა კომპანიამ „Xiaomi" კედების პრეზენტაცია გამართა.
კედები, რომლის სახელწოდებაა Free Tie Leather, ცხოველის ტყავისგან არის დამზადებული. სხვა ფეხსაცმელისაგან კი იმით გამოირჩევა, რომ მას აქვს ფიტნეს-მრიცხველი და bluetooth-მოდული, რომლის საშუალებითაც კედები სმარტფონს „უკავშირდება".
სპეციალური აპლიკაციით კი კედების მფლობელი გაიგებს გავლილი ნაბიჯებისა და დახარჯული კალორიების რაოდენობას.
მისი შეძენა ამ დროისთვის გამოწერით არის შესაძლებელი. კედების ფასი 30 დოლარია.