აშშ-ში Powerball-ის ლატარეაში 759 მილიონი დოლარის ოდენობის ჯეკპოტი გათამაშდა. იღბლიანი ბილეთი მასაჩუსეტსის შტატის მკვიდრმა იყიდა, რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.
მომგებიანი ციფრები 4, 6,7,16, 23 და 26 გახდა. Powerball-ის გათამაშება აშშ-ის 42 შტატში ტარდება. ყველაზე დიდი ჯეკპოტი კი 2016 წლის იანვარში გათამაშდა. 1,6 მილიარდი დოლარი 3 ადამიანს შორის განაწილდა.