logo_geo
ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს
- +

24 აგვისტო. 2017. 20:15



ამსტერდამის ერთ-ერთ ქუჩაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის აღმოჩენის გამო ევაკუაცია განხორციელდა.


ასაფეთქებელი მოწყობილობა ღამის კლუბის შესასვლელში აღმოაჩინეს. პოლიციამ უსაფრთხოების მიზნით ქუჩა გადაკეტა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.


გუშინ ტერორისტული საფრთხის გამო ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში როკ-კონცერტი გაუქმდა. ქალაქის მერის განცხადებით, ამის მიზეზი კონცერტის ჩატარების ადგილთან ახლოს გაზის ბალონების აღმოჩენა გახდა. აღნიშნულთან დაკავშირებით 2 პირი დააკავეს



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი