logo_geo
შარლ აზნავურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში „ვარსკვლავი“ გაუხსნეს
- +

25 აგვისტო. 2017. 17:02


სომხური წარმოშობის ფრანგ მომღერალს შარლ აზნავურს ჰოლივუდის დიდების ხეივანში „ვარსკვლავი" მიუძღვნეს.


„მე ფრანგი ვარ, თანაც სომეხი. ამ ორის გაყოფა შეუძლებელია, ისევე როგორც რძიანი ყავის", - განაცხადა 93 წლის მუსიკოსმა დაჯილდოებიც ცერემონიაზე.


თავისი კარიერის მანძილზე, აზნავურმა 100-მდე ალბომი ჩაწერა. მუსიკოსი მუშაობდა ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან, როგორებიც იყვნენ ედიტ პიაფი, ლაიზა მინელი, ფრენკ სინატრა, ლუჩიანო პავაროტი და პლასიდო დომინგო. გარდა ამისა, აზნავურმა დაახლოებით 60 ფილმში ითამაშა, მათ შორის „ესროლეთ პიანისტს" და „ორფეოსის ანდერძი".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი