logo_geo
უძველესი დელფინის სახეობა აღმოაჩინეს
- +

26 აგვისტო. 2017. 22:46



ნიუ-იორკის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ახალი სახეობის დელფინი აღმოაჩინეს. რომელიც 28-30 მილიონი წლის წინ არსებობდა. ცხოველი, რომელსაც უკბილო პირი ჰქონდა, ცდილობდა თევზებისა და სხვა უხერხემლოების პირდაპირ ჩაყლაპვას. ამის შესახებ კვლევას ვრცლად EurekAlert!-ი ავრცელებს.


დელფინს, რომლის თავის ქალა მდინარე უონდოსთან ჩარლსტონში (აშშ) იპოვეს, Inermorostrum xenops- დაარქვეს. ზღვის ძუძუმწოვარმა 1,2 მეტრს მიაღწია, რაც ბევრად უფრო პატარაა, ვიდრე თანამედროვე დელფინები. მას ჰქონდა პატარა დინგი, სქელი ტუჩებითა და შესაძლოა, ულვაშებით. მის კვების რაციონში ძირითადად შედიოდნენ უხერხემლოები, რომლებიც ზღვის ფსკერზე ბინადრობდნენ.


I.xenops-სთან ერთად არსებობდა უძველესი ვეშაპი Coronodon havensteini, რომლებიც ერთი და იმავე თევზებზე ნადირობდნენ.











 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი