logo_geo
დაკარგულმა ძაღლმა ტელევიზორიდან თავისი პატრონის ხმა ამოიცნო
- +

27 აგვისტო. 2017. 01:17



ძაღლი, სახელად ტიბიტა ერთი თვის წინ დაიკარგა იმ დროს, როცა თავისი პატრონი ალფრედ შეიფერი პარკში ასეირნებდა. ალფრედი ალცეიმერის დაავადებით იტანჯება. როდესაც ის ძაღლთან ერთად სასეირნოდ წავიდა, რამდენიმე საათის განმავლობაში სახლში არ დაბრუნებულა.  მისი ცოლი კელი, ქმრისა და ტაბიტას მოსაძებნად წავიდა. მან მიაგნო ალფრედს, თუმცა, ძაღლი არსად ჩანდა.


პენსიონერი ცოლ-ქმარი, რომლებიც მისურის შტატში ცხოვრობენ, თავიანთ საყვარელ ძაღლს რამდენიმე დღე ეძებდა. კელიმ 100-მდე განცხადება გააკრა ახლომდებარე უბნებში, სადაც ეწერა: "ტაბიტა ჩემთვის შვილივით არის. მე ის ძალიან მიყვარს." მან ადგილობრივ ტელევიზიაშიც გაავრცელა ტიბეტას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია.



საბედნიეროდ, ძაღლი ერთ-ერთმა კეთილმა ოჯახმა შეიფარა. ისინი ტელევიზორს უყურებდნენ, როცა კელიმ ტელევიზიით განაცხადა ძაღლის დაკარგვის შესახებ. იმ დროს, როცა ტიბიტამ პატრონის ხმა გაიგო, ყურები დაცქვიტა და ყეფა დაიწყო. ძაღლის შემფარებლები მიხვდნენ, რომ სწორედ მათთან მყოფი ბინადარი იყო ის, ვისაც კელი ეძებდა.


ტიბიტას დროებითი ოჯახი ტელევიზიას დაუკავშირდა. 10 წუთის შემდეგ ბედნიერი კელი და ალფრედი თავის საყვარელ ბინადარს შეხვდნენ.












 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი