logo_geo
ამერიკელი რეჟისორი ტოუბ ჰუპერი 74 წლისა გარდაიცვალა
- +

27 აგვისტო. 2017. 15:27


​ლოს-ანჯელესში ამერიკელი რეჟისორი ტოუბ ჰუპერი 74 წლისა გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზები უცნობია.


ჰუპერმა სახელი გაითქვა ფილმების „ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით" და „პოლტერგეისტის" გადაღების შემდეგ.


1974 წელს „ტეხასური ჟლეტა ბენზოხერხით" გადაღების შემდეგ, თოუბ ჰუპერი ჰოლივუდის კინოინდუსტრიაში აღიარებული რეჟისორი გახდა. ამ ფილმის იდეა მას თავად ეკუთვნის. ის იყო როგორც რეჟისორი, ასევე სცენარისტი და პროდიუსერი.


1983 წელს „პოლტერგეისტისთვის" ჰუპერმა „სატურნის" პრემია მიიღო, რომელსაც სამეცნიერო-პოპულარული, ფანტასტიკური და საშინელებათა ჟანრის ფილმების ავტორებს ანიჭებენ. რეჟისორი ნომინირებული იყო „ოსკარზეც".


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი