logo_geo
ქარიშხალ „ჰარვის“ შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 37-მდე გაიზარდა
- +

31 აგვისტო. 2017. 13:10



ქარიშხალ „ჰარვის" შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა სულ მცირე 37-მდე გაიზარდა.


ჰიუსტონის პოლიციაში აცხადებენ, რომ საგანგებო სიტუაციების სამსახურში 70 ათასამდე ზარი შევიდა. სტიქიის გამო დაზარალებული 32 ათასი ადამიანი კი სპეციალურ თავშესაფარშია გადაყვანილი.


დატბორილ ჰიუსტონში ქიმიური ქარხნის აფეთქების საფრთხეც არსებობს.


ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქარხანასთან ახლოს მცხოვრებთა ევაკუაცია უკვე განახორციელა.



 

big_banner
არქივი