logo_geo
პეტრო პოროშენკო: სააკაშვილისთვის მოქალაქეობის არჩამორთმევა იქნებოდა დანაშაული
- +

2 სექტემბერი. 2017. 12:54

 

 

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, თუ სააკაშვილს მოქალაქეობას არ ჩამოართმევდა, ეს იქნებოდა დანაშაული.


პოროშენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე შესაძლო დაბრუნების საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციული და სასაზღვრო სამსახურის კომპეტენციაში შედის.


„მიხეილ სააკაშვილს ისევე მოექცევიან, როგორც ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვინც მცდარი მონაცემები წარადგინა მოქალაქეობის მიღების დროს", - განაცხადა პოროშენკომ.


მისი თქმით, როდესაც მიგრაციულმა სამსახურმა მოქალაქეობის მინიჭების საკითხებზე მომუშავე კომისიას წარუდგინა დამამტკიცებელი საბუთები, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მინიჭების დროს არაზუსტი ან ფალსიფიცირებული მონაცემები წარადგინა, ის ვალდებული იყო, ემოქმედა კანონის და კონსტიტუციის გათვალისწინებით.


„ყველა სხვა ქმედება იქნებოდა დანაშაული", - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.



 

big_banner
არქივი