logo_geo
„კაცობრიობას სამი მშვიდი წელიწადი დარჩა“ - შვეიცარელი კლიმატოლოგი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს
- +

2 სექტემბერი. 2017. 20:39



ციურიხის ატმოსფერული და კლიმატური მეცნიერების ინსტიტუტის პროფესორი დედამიწის კლიმატის ფიზიკის დარგში, შვეიცარიელი რენო კნუტი ამტკიცებს, რომ კაცობრიობას 3 მშვიდი წელი დარჩა.


მეცნიერმა მსოფლიოში სახელი კლიმატურ მოდელებთან დაკავშირებით გაკეთებული კვლევებით გაითქვა. ის კლიმატის ცვლილებების საკითხებში მთავრობათაშორის ექსპერტთა ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო. მსოფლიოს წამყვან სინოპტიკოსებთან ერთობლივად კნუტმა 2017 წლიდან მოსალოდნელ კლიმატურ კატასტროფაზე დახურული ანგარიში მოამზადა, რომელიც ყველა ქვეყნის მთავრობას გადაეგზავნა.


ინტერნეტგამოცემა cenznet.com რეტო კნუტის ინტერვიუს ამონარიდებს ავრცელებს, რომელიც გავლენიან შვეიცარულ გაზეთში Tribune de Geneve-ში გამოქვეყნდა.


- მსოფლიოს წამყვან სინოპტიკოსებთან და კლიმატოლოგებთან ერთად გასულ წელს სენსაციური ანგარიში მოამზადეთ. რატომ არის ეს დოკუმენტი ფართო მასებისთვის დახურული? რა არის მასში ასეთი საიდუმლო?

 

- ეს არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ... მე, ისევე როგორც ჩემი კოლეგების უმრავლესობას მთელი მსოფლიოდან, მიგვაჩნია, რომ ადამიანებმა სიმართლე უნდა იცოდნენ. როგორიც არ უნდა იყოს ის. მაგრამ... თქვენ ხომ გესმით, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც სათავეში არიან, ყველასა და ყველაფერზე საკუთარი შეხედულებები და გეგმები აქვთ და თავისი საზომით საზღვრავენ იმ სიმართლეს, რომელიც ადამიანებს უნდა უთხრან. ეს ცხოვრების ყველა ასპექტს შეეხება. რა თქმა უნდა, ძალიან უცნაურია მათი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი. მე ეს დიდ სიბრიყვედ მიმაჩნია. მათ ჰგონიათ, რომ ბუნებაზე მაღლა დგანან და ყველაფრის კონტროლი და რეგულირება შეუძლიათ. ფიქრობენ, რომ რჩეულები გადაიტანენ ამ პროცესებს. მაგრამ, ეს ასე არ არის. ის, რაც უკვე დაიწყო, ყველას და ყველა ქვეყანას შეეხება! მაგრამ, მათ ამის გაგებაც არ სურთ. ხელისუფალთ ან პანიკის ეშინიათ, ან იმის, რომ მოსახლეობა მათგან რეაგირებას მოითხოვს იმ კატასტროფულ პროცესებზე, რომლებიც უკვე დაწყებულია და თავის თავზეც გამოსცადა რამდენიმე ქვეყანამ ბოლო თვეების განმავლობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენი ანგარიშის გასაიდუმლოება „ზემოდან" მოხდა.


- იმის თქმა გინდათ, რომ კაცობრიობას რამე ემუქრება?

 

- ემუქრება? არა - ეს უკვე დაიწყო! და ამის შეჩერება შეუძლებელია! შეხედეთ, როგორი ამინდია მიმდინარე წელს. ყველა ქვეყანაში... ამის შესახებ ჩვენ გასული წლის ბოლოს მომზადებულ ანგარიშშიც ვაფრთხილებდით. ამინდის მხრივ მომავალი პროცესები ჩვენს მოდელთან 80%-იან თანხვედრაშია. მაშინებს ეს ყველაფერი. ჩვენი ანგარიში რომ არ გაესაიდუმლოებინათ ფარფო მასებისა და იმ მთავრობებისათვის, რომელთა ქვეყნებში უკვე იხოცება ხალხი, მოემზადებოდნენ მაინც ამ კატაკლიზმებისთვის. ეს საშინელებაა.


- უფრო დეტალურად თუ შეიძლება. იქნებ რამდენიმე ფაქტიც დაასახელოთ.

 

რეტო კნუტმა ჟურნალისტ ფურცელი გაუწოდა, რომელზეც მონაცემთა მოდელირება იყო ამობეჭდილი. დოკუმენტი ვიზირებულია 2016 წლის 24 დეკემბრით.


- ეს თქვენ მაგალითისთვის, რაც მაშინ 2017 წლის ივნისისთვის მოვამზადეთ:


ამინდის ექსტრაორდინალური მოვლენების პროგნოზი 2017 წლის ივნისისთვის:

ურუგვაი - წყალდიდობა (ახდა);

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა - წყალდიდობა (ახდა, ათობის მსხვერპლი);

თურქეთი - ანომალიური წვიმა და სეტყვა (ახდა);

ჩინეთი - ანომალიური წვიმების გამო წყალდიდობები (ახდა, 5000-ზე მეტი ადამიანი დაზარალდა);

ტაჯიკეთი - ანომალიური წვიმა და სეტყვა (ახდა);

ახალი ზელანდია - ანომალიური წვიმების შედეგად წყალდიდობები (არ ახდა);

ბანგლადეში - ანომალიური წვიმა (ახდა, მსხვერპლი - 145 ადამიანი);

რუსეთი - ანომალიური წვიმა, ყინვა, სმერჩი, ტორნადო, შტორმები, ქარიშხლები, წყალდიდობა, თოვლი, სეტყვა (ყველაფერი ახდა).

 

- შთამბეჭდავია... და რას უნდა ველოდოთ?

 

- რას ველოდოთ? მშვიდი ცხოვრებისთვის თქვენ სამი წელი დაგრჩათ. თქვენ ხომ შვეიცარიაში ცხოვრობთ? თქვენ რომ ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, ან რუსეთში ცხოვრობდეთ, ეს სამი წელიც არ გექნებოდათ. იზრუნეთ ახლობლებზე, ნუ იფიქრებთ ძვირფასი მანქანის შეძენასა და კარიერულ წინსვლაზე. იმაზე იზრუნეთ, როგორ შეინარჩუნოთ თქვენი და ახლობლების სიცოცხლე.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი