logo_geo
ლუის ჰემილტონმა შუმახერის რეკორდი მოხსნა
- +

2 სექტემბერი. 2017. 21:26


„ფორმულა-1"-ის ბრიტანელმა მრბოლელმა ლუის ჰემილტონმა გერმანელი მიხაელ შუმახერის რეკორდი მოხსნა და იტალიის კვალიფიკაციის გრანპრი აიღო.


მეორე ადგილას ჰოლანდიელი მაქს ფერსტაპენი გავიდა Red Bull-ის გუნდიდან, ხოლო მესამეზე - მისი კოლეგა ავსტრალიელი დანიელ რიკარდო.


32 წლის ჰემილტონმა "ფორმულა-1"-ში 69 პოულ-პოზიცია მოიპოვა, მაშინ როდესაც შუმახერს 68 გამარჯვება აქვს ანგარიშზე კვალიფიკაციაში.


შუმახერი "ფორმულა-1"-ში 1991 წლიდან 2006-მდე და 2010-დან, 2012 წლამდე გამოდიოდა. ამ დროის მანძილზე, ის შვიდგზის ჩემპიონი გახდა, ჰემილტონმა კი მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სამჯერ მოიპოვა.


 

big_banner
არქივი