აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას შენახვა 2018 წელს, ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს 1,153 მილიონი დოლარი დაუჯდებათ. ამგვარად ის გახდება აშშ-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ექსპრეზიდენტი, - წერს The Washington Times.
უფროსი ჯორჯ ბუშის შენახვაზე 2018 წელს განსაზღვრულია 942 ათასი დოლარი, ჯიმი კარტერის შენახვაზე კი - 456 ათასი დოლარი.
ეს თანხები დაფარავს ოფისების ქირის და კავშირგაბმულობის ხარჯებს. ამ თანხაში არ შედის აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხარჯები.
ვაშინგტონში, ობამას 760 კვადრატული მეტრი ფართობის ოფისის ქირა გადასახადის გადამხდელებს 536 ათასი დოლარი დაუჯდებათ, ბარაკ ობამას პენსია - ყოველწლიურად 236 ათასი დოლარი.