logo_geo
ტეხასელმა კაცმა სახლის მისაღებ ოთახში ალიგატორი იპოვა
- +

3 სექტემბერი. 2017. 15:53



ტეხასელმა ბრაიან ფოსტერმა საკუთარ მისაღებ ოთახში დაუპატიჟებელი სტუმარი აღმოაჩინა, როდესაც წყალდიდობით დაზიანებულ სახლში დაბრუნდა.


სტიქიისგან მიყენებული ზარალის შესწავლისას მისაღებ ოთახში მაგიდის ქვეშ მან 3-მეტრიანი ალიგატორი შენიშნა, რომელიც ხალიჩაზე იყო მოკალათებული.


ფოსტერმა პოლიცია და ველური ბუნების დამცველები დაუყოვნებლივ გამოიძახა, რათა დაუპატიჟებელი სტუმარი მისი სახლიდან გაეყვანათ.


დაპატიჟებულმა სტუმრებმა ალიგატორი დაიჭირეს, პირი დაუბეს, პიკაპზე დასვეს და „თავისი სახლისკენ" გაამგზავრეს.




 

 

 

 

 

 

 







 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი