logo_geo
ტეხასში ქარიშხლისგან მიყენებულმა ზარალმა 180 მილიარდი დოლარი შეადგინა
- +

4 სექტემბერი. 2017. 10:57


ტეხასის გუბერნატორის გრეგ ებოტის განცხადებით, ტეხასში ქარიშხალ „ჰარვისგან" მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 180 მილიარდი დოლარი შეადგინა.


მისივე თქმით, „ჰარვისგან" მიყენებული ზარალი უფრო მასშტაბურია, ვიდრე ქარიშხლების „კატრინას" და „სენდის" შემთხვევაში იყო.


ქარიშხალმა „ჰარვიმ" დამანგრეველი დარტყმა მიაყენა ტეხასისა და ლუიზიანას შტატებს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 44 ადამიანი, 13 000 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა. ქარიშხალმა და წყალდიდობამ 100 000 სახლი დააზიანა.


 

big_banner
არქივი