logo_geo
პოეტი ჯონ ეშბერი გარდაიცვალა
- +

4 სექტემბერი. 2017. 10:58


პულიცერის პრემიის ლაურეატი პოეტი ჯონ ეშბერი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა ახლობლებმა დაადასტურეს.


ჯონ ეშბერი პოეზიის ნიუ-იორკის სკოლის წარმომადგენელია, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი უფრო მეტად მას შემდეგ გახდა, რაც 1950-60-იან წლებში აშშ-ში მიმდინარე სოციალურ პროტესტებში ჩაერთო.


ლიტერატურული კრიტიკოსების შეფასებით, ჯონ ეშბერი ამერიკული პოეზიის სიმდიდრის ნაწილია, „ეს არის ის, ვისი ხმაც არავის ჰგავს".


ჯონ ეშბერი პირველი პოეტი იყო, რომელმაც ერთი წიგნისთვის „Self-Portrait in a Convex Mirror" 3 ლიტერატურული პრემია მოიპოვა: პულიცერის, წიგნის ეროვნული და წიგნის კრიტიკოსთა ეროვნული პრემიები.


 

big_banner
არქივი