logo_geo
ბრიტანელმა არქიტექტორმა დააპროექტა სახლი, რომლის დანახვა მხოლოდ ციდან არის შესაძლებელი
- +

4 სექტემბერი. 2017. 11:13


არქიტექტორ-დიზაინერმა რიჩარდ ჰოკსმა ეკოლოგიური სახლის პროექტი შექმნა, რომლის დანახვაც მხოლოდ ციდან არის შესაძლებელი.


რიჩარდ ჰოკსი სახის პროექტზე 6 წლის განმავლობაში მუშაობდა. მის ასაშენებლად დიდ ბრიტანეთში, კენტის საგრაფო შეირჩა. სახლი, ფაქტობრივად მიწის ქვეშ არის განთავსებული, რის გამოც მისი შემჩნევა რთულია. პროექტის მიხედვით, სახლის სახურავზე ბალახი გაიზრდება, რომელიც მას კიდევ უფრო დამალავს.


სახლის ინტერიერი ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან იქნება დამზადებული. მაგალითად, შიდა კედლები ინგლისური წაბლის ხით მოპირკეთდება.


ამ დროისთვის, ეკოლოგიური სახლის ღირებულება 1.5 მილიონი დოლარის ფარგლებში მერყეობს. 


 

 

 

 

big_banner
არქივი