logo_geo
„ისლამური სახელმწიფო“ BBC-ს ჟურნალისტის გადაბირებას ცდილობდა
- +

4 სექტემბერი. 2017. 15:34



ტელეკომპანია BBC-ს ჟურნალისტის მტკიცებით, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო" მის გადაბირებას ცდილობდა.


ბრიტანული გამოცემა „The Sun"-ის ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი 2 წლის განმავლობაში ექსტრემისტული დაჯგუფებების თემაზე მუშაობდა, ამიტომ „დაეშის" ჯგუფებში შეღწევა და  ერთ-ერთ მებრძოლთან კავშირის დამყარება მოახერხა. სტატიის მიხედვით, „დაეშის" რიგებში გაწევრიანებული 21 წლის ჯუნეიდ ჰუსეინი ბირმინჰემიდან იყო და სირიაში, კერძოდ, რაქაში, ამერიკულ ავიაციას ემსხვერპლა.


მიმოწერის მიხედვით ირკვევა, რომ რადიკალმა ისლამისტმა ჟურნალისტს ლონდონის ხიდზე ტერაქტის მოსაწყობად დეტალური ინსტრუქცია მისცა. აგრეთვე ასწავლა ისიც, თუ როგორ დაემზადებინა ბომბი, თვითმკვლელის ჟილეტი და როგორ დასხმოდა მოქალაქეებს დანით ისე, რომ მათთვის მაქსიმალური ზიანი მიაყენებინა.


3 ივნისს, საღამოს, ლონდონის ხიდზე, თეთრი ფერის მიკროავტობუსი ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. თვითმხილველების თქმით, ამის შემდეგ, ავტომობილიდან სამი „სამხრეთული" გარეგნობის ადამიანი გადმოხტა დაახლოებით 30-სანტიმეტრიანი დანებით ხელში და თავს დაესხნენ გამვლელებს. მიკროავტობუსი დაიძრა და სწრაფად მიიმალა ადგილიდან.


3 ივნისის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა, 50-მდე დაშავდა.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი