ბრიტანეთის სამეფო ოჯახს მალე ახალი წევრი ეყოლება. პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი მესამე შვილის მშობლები გახდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ქეთს და უილიამს ორი შვილი ჰყავთ პრინცი ჯორჯი, რომელსაც 4 წელი შეუსრულდა და ორი წლის პრინცესა შარლოტა. გავრცელებული ინფორმაციით, ქეით მიდლტონი თავს კარგად გრძნობს. ბავშვის სქესი ჯერ-ჯერობით უცნობია.