logo_geo
კაცი რომელიც 15 წლის განმავლობაში აბორტის კლინიკიდან არდაბადებულ ბავშვებს მარხავდა საკუთარ მიწაზე...
- +

4 სექტემბერი. 2017. 23:54


„იმედი მაქვს, ამ სამყაროდან როცა წავალ, ჩემს საქმეს ჩემი შვილები გააგრძელებენ", -ამბობს ტონგ ფუოკ ფუკი. ვიეტნამელი ტონგ ფუოკ ფუკი საოცარი ადამიანია. უკვე 15 წელია, ის მსოფლიოს აჩვენებს, რა არის ნამდვილი კაცთმოყვარეობა და უანგარობა.


ეს ყველაფერი 2001 წელს დაიწყო. მაშინ ტონგ ფუოკ ფუკმა თავისი ორსული ცოლი კლინიკაში კონსულტაციაზე მიაცილა. როცა მოსაცდელში იჯდა, ყურადღება მიაქცია, რომ ერთ კაბინეტში ორსული ქალები შედიოდნენ, იქიდან კი აცრემლებული გამოდიოდნენ. როცა მან გაიაზრა, რა ხდებოდა იმ კაბინეტში, ამან სულით ხორცამდე შეძრა. ვერ წარმოედგინა, როგორ შეიძლება, მოკლა საკუთარი შვილი და არც კი დამარხო ადამიანურად.


ტონგ ფუოკ ფუკმა, რომელიც პროფესიით მშენებელია, საკუთარი დანაზოგით ჰონ ტონის მთის ძირას მიწის ნაკვეთი იყიდა, ჰოსპიტლიდან ნებართვა აიღო და იქ იმ არდაბადებული ბავშვების დამარხვა დაიწყო, რომელთა სიცოცხლეც საკუთარმა დედებმა შეწყვიტეს. მაგრამ მისი ნამდვილი მიზანი სულ სხვა რამ იყო - მას იმედი ჰქონდა, რომ ორსული ქალები, რომლებიც ამ სასაფლაოს ნახავდნენ, უარს იტყოდნენ ბავშვის მოშორებაზე.


ტონგს ყველა ბავშვი თავის სახლში მიჰყავდა.


სულ ცოტა ხანში ტონგთან მისვლა დაიწყეს დედებმა, რომლებსაც მატერიალური გაჭირვების გამო ბავშვის გაზრდა არ შეეძლოთ. შეიძლება დაუჯერებლად გეჩვენოთ, მაგრამ ტონგს ყველა ბავშვი თავის სახლში მიჰყავდა. დროთა განმავლობაში სასაფლაოსთან ახლოს მან სახლი ააშენა, რომელიც ასზე მეტი ბავშვისთვის მშობლიური გახდა.




ბავშვების სახელები რომ არ აერიოს, ტონგი მათ სასაცილო და საყვარელ სახელებს არქმევს, მაგალითად, „ტამი" - ვიეტნამურ ენაზე „გულს" ნიშნავს, „ვინი" - „ღირსებას". თითოეულ ბავშვს ორი გვარი აქვს - მშობელი დედისა და თავისი მხსნელის - ტონგის.


როდესაც დედის ფინანსური პრობლემა გვარდება, ტონგი მას ბავშვს უბრუნებს.


„ჩემს საქმეს ბოლო ამოსუნთქვამდე გავაგრძელებ და იმედი მაქვს, ამ სამყაროდან როცა წავალ, ჩემს საქმეს ჩემი შვილები გააგრძელებენ", - ამბობს მრავალშვილიანი მამა ტონგ ფუოკ ფუკი.


 

big_banner
არქივი