logo_geo
ტუნისში ჩაძირული ქალაქი იპოვეს
- +

5 სექტემბერი. 2017. 17:49



ტუნისის ეროვნული მემკვიდრეობის ინსტიტუტის არქეოლოგებმა, ძველი რომაული ქალაქის - ნეაპოლისის ჩაძირული ნანგრევები იპოვეს. ისტორიკოსების თქმით, ეს ქალაქი ცუნამიმ 365 წლის 21 ივლისს დაანგრია. ვრცლად ამის შესახებ გამოცემა „Science Alert" წერს.


არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ქუჩები, ძეგლები და ამფორებიც, რაშიც თევზის წვნიანს ინახავდნენ. ნეაპოლისი ძვ.წ. V საუკუნეში აშენდა. მისი სახელი ქართულად „ახალ ქალაქს" ნიშნავს. ისტორიკოსებს მიაჩნიათ, რომ ქალაქის ნაწილი მიწისძვრამ შეიწირა, რომლის მაქსიმალური მაგნიტუდა 8 ბალი იყო, შემდგომ კი მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია.

 

 

 

 

 

 

 

 

 









 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი