logo_geo
კატი პირი: შეგვიძლია უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის კენჭი ვუყაროთ
- +

7 დეკემბერი. 2016. 21:38


 


ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ასევე ევროკომისია 7 დეკემბერს გამართულ საერთო შეხვედრაზე ევროკავშირში სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდნენ, ამის შესახებ  twitter-ის პირად გვერდზე ევროპარლამენტის წევრი კატი პირი წერს და აღნიშნავს, რომ საქართველოსათვის, უკრაინისა და კოსოვოსათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხზე პარლამენტი მომავალ კვირას იმსჯელებს.


 „ასე რომ, შემდეგ კვირას ჩვენ შეგვიძლია კენჭი ვუყაროთ უვიზო რეჟიმის საკითხს ქართველებისთვის და უკრაინელებისთვის", - წერს კატი პირი.


 

big_banner
არქივი