logo_geo
სალვადორ დალის „შვილი“ თვითმარქვია აღმოჩნდა
- +

7 სექტემბერი. 2017. 16:19



სალვადორ დალის ცხედრიდან აღებული დნმ-ის ნიმუშის ექსპერტიზამ აჩვენა, რომ 60 წლის ესპანელი პილარ აბელ მარტინესი მხატვრის შვილი არ არის.


ესპანელი მკითხავი, რომელმაც დალის ცხედრის ექსჰუმაციას მიაღწია, აცხადებდა, რომ მხატვარი მამამისი იყო. მარტინესის თქმით, 1955 წელს სალვადორ დალის და დედამისს რომანი ჰქონდათ. ამის შესახებ მას ჯერ ბებიამ, მოგვიანებით კი დედამ უამბო.


მარტინესი შვილობის დამტკიცებას 2007 წლიდან ცდილობდა. 2017 წლის ივნისში მადრიდის სასამართლომ მხატვრის ცხედრის ექსჰუმაციაზე გადაწყვეტილება მიიღო.


ქალი მხატვრის ქონების მეოთხედის მემკვიდრეობაზეც აცხადებდა პრეტენზიებს.


სიკვდილის წინ სალვადორ დალიმ მთელი თავისი ქონება ესპანეთს უანდერძა. „სალვადორ დალის ფონდმა", რომელიც მის საკუთრებას მართავს, საკუთარი აქტივები 400 მილიონ ევროდ შეაფასა.


მხატვარი ელენე დიაკონოვაზე იყო დაქორრწინებული, მაგრამ მათ შვილები არ ჰყოლიათ.


მხატვარი-სიურრეალისტი სალვადორ დალი 1989 წლის 23 იანვარს, 85 წლისა გარდაიცვალა. იგი ფიგერასში, საკუთარი სახლის ეზოშია დასაფლავებული.



 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი