სახას რესპუბლიკის სახელმწიფო კრების დეპუტატმა ნიკოლაი რუმიანცევმა მანქანით სამი ადამიანი გაიტანა.
ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, დეპუტატი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.
ახსნა-განმარტებით ბარათში რუმიანცევი წერს, რომ დროულად ვერ შენიშნა ქვეით მოსიარულეები, რადგან წვიმდა და ქუჩის განათებაც გამორთული იყო.