logo_geo
რუსეთში დეპუტატმა მანქანით სამი ადამიანი გაიტანა
- +

8 სექტემბერი. 2017. 17:36


სახას რესპუბლიკის სახელმწიფო კრების დეპუტატმა ნიკოლაი რუმიანცევმა მანქანით სამი ადამიანი გაიტანა.


ერთ-ერთი მათგანი ადგილზე დაიღუპა, ორი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.


სამართალდამცველების ინფორმაციით, დეპუტატი საჭეს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.


ახსნა-განმარტებით ბარათში რუმიანცევი წერს, რომ დროულად ვერ შენიშნა ქვეით მოსიარულეები, რადგან წვიმდა და ქუჩის განათებაც გამორთული იყო.


 

big_banner
არქივი