კიევში მომხდარი აფეთქებისას, რომლის დროსაც საქართველოს მოქალაქე თემურ მახაური, იგივე რუსლან პაპასკირი, მეტსახელად „ზოონი" გარდაიცვალა, კიდევ ერთი ქალი დაშავდა.
უკრაინული ტელევიზია „112 Украина"-ს ცნობით, ის ცნობილი მოდელი და „Dior"-ის ერთ-ერთი სახეა.
„მას ნატალია ჰქვია და „Dior"-ის სარეკლამო სახე იყო", - თქვა დაშავებული ქალის მეგობარმა და დასძინა, რომ მას ოპერაციას უკეთებენ.