logo_geo
დონალდ ტრამპი „წლის ადამიანი“ გახდა
- +

8 დეკემბერი. 2016. 02:43



აშშ-ის ახალარჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ Time-მა „წლის ადამიანად" დაასახელა. ჟურნალმა „წლის ადამიანი" უკვე 90-ედ გამოავლინა.

 

„ზოგს ეჩვენება, რომ ის ამერიკაში მმართველი კლასით უკმაყოფილებაზე პასუხია. სხვებს მიაჩნიათ, რომ დონალდ ტრამპი ავლენს რასიზმისა და სექსიზმის ნიშნებს",  - წერს გამოცემა.


ჟურნალი „წლის ადანიანად" ასახელებს იმ პიროვნებას, რომელაც გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში მოვლენებზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა.


აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა ტელეკომპანია NBC-ის ეთერში განაცხადა, რომ ეს მისთვის დიდი პატივია და ბევრს ნიშნავს. 2015 წელს ჟურნალმა „წლის ადამიანად" გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დაასახელა.


 

 

 

big_banner
არქივი