logo_geo
მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მივიდა
- +

10 სექტემბერი. 2017. 14:31


საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინა-პოლონეთის საზღვართან იმყოფება.


სააკაშვილთან ერთად იმყოფება იულია ტიმოშენკო და დეპუტატთა გარკვეული ჯგუფი.


უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე მდებარე კრაკოვეცის გამშვები პუნქტზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები. უკრაინის მხარეს შეკრებილნი არიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და ასევე მოწინააღმდეგეები.


უკრაინის სასაზღვრო სამსახური სააკაშვილისთვის პასპორტის ჩამორთმევას და პოლონეთში დაბრუნებას გეგმავს. ამის შესახებ განცხადება უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა ვალერი სერვიატუკმა გააკეთა.


 

big_banner
არქივი