logo_geo
ქარიშხალი „ირმა“ პირველ კატეგორიამდე შესუსტდა
- +

11 სექტემბერი. 2017. 12:19

აშშ-ის ეროვნული საგანგებო სამსახურის განცხადებით, ქარიშხალი „ირმა" პირველ კატეგორიამდე შემცირდა.


მათი ცნობით, „ირმა" ფლორიდის სანაპიროს მიმართულებით თანდათანობით სუსტდება. ამჟამად, ქარის მაქსიმალური სიჩქარე 135 კმ/სთ-ს აღწევს.


ქარიშხლის გამო რამდენიმე დღის განმავლობაში წყალდიდობაა მოსალოდნელი. ფლორიდამდე ქარიშხალი კარიბის ზღვის კუნძულებს დაატყდა თავს, სადაც ბოლო ინფორმაციით,  27 ადამიანი დაიღუპა. 













 

big_banner
არქივი