logo_geo
ვლადიმერ გროისმანი: არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები ამოძრავებს
- +

11 სექტემბერი. 2017. 12:20



უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი სოციალურ ქსელში წერს, რომ „შეგენის" გამშვებ პუნქტთან საზღვრის გარღვევა სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მისი ორგანიზატორები პასუხს აგებენ.


„ის, რაც „შეგინში" მოხდა, არა მხოლოდ საზღვრის დარღვევაა, არამედ ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსის უკრაინის სახელმწიფოებრიობაზე მორიგი თავდასხმაა. უკრაინის საზღვრის ძალადობრივი გარღვევა დანაშაულია და ვისაც კავშირი აქვს ამის ორგანიზებასთან, პასუხი უნდა აგოს", - წერს ვლადიმერ გროისმანი.


მისივე თქმით, განსაკუთრებით მკაცრი პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ხელი ასწია იმ ბიჭებზე, ვინც უკრაინის სახელმწიფოსა და მის საზღვრებს იცავენ.

 

„არაფერს ვიტყვი მიხო სააკაშვილზე, მას თავისი მიზნები და მოტივები ამოძრავებს. მე იმ პოპულისტ პოლიტიკოსებზე ვსაუბრობ, ვინც მოქმედებენ პრინციპით - რაც უფრო ცუდად არის საქმე, მით უკეთესია", - განაცხადა გროისმანმა.


 

big_banner
არქივი