logo_geo
უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებზე საქმე ორი მუხლით აღიძრა
- +

11 სექტემბერი. 2017. 16:45



უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის არტიომ შევჩენკოს განცხადებით, უკრაინის პოლიციამ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე გუშინ მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით აღძრა.


„მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის წარმოება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით მიმდინარეობს: 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გავლით პირთა არაკანონიერი გადაყვანა) და 342-ე მუხლის მეორე ნაწილით (ხელისუფლების, სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელისთვის წინააღმდეგობის გაწევა). ამჟამად მიმდინარეობს პირველადი საგამოძიებო ქმედებები", - განაცხადა არტიომ შევჩენკომ.


მისი თქმით, ყველაზე მკაცრი სასჯელი, რომელიც სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტებს ემუქრებათ, არის თავისუფლების აღკვეთა 3-დან 7 წლამდე.




 

big_banner
არქივი